weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილმა მკურნალობა სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში მიიღოს – დეგნანი მთავრობას

19:00 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მთავრობას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო და ფსიქიკური დახმარებით სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

ამის შესახებ კელი დეგნანმა აჭარაში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აშშ აქტიურად აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შეშფოთებულია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

„სამედიცინო ჯგუფის ბოლო შეფასების შემდეგ, რომ ის მძიმე რისკის წინაშეა და სჭირდება სასწრაფო მკურნალობა, ასევე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომ გლდანის ციხის N18 ჰოსპიტალი არ არის საკმარისი, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ სააკაშვილსაც მოუწოდებს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და საჭირო სამედიცინო მკურნალობა.

„ეს აშკარად ძალიან სენსიტიური და ემოციური სიტუაციაა. ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს ბატონი სააკაშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფიზიკური კეთილდღეობის საკითხის მოგვარება. მთავრობის მიმართ ჩვენი მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დარწმუნდეს, რომ ის უზრუნველყოფილია საჭირო სამედიცინო და ფსიქიკური დახმარებით. მას უნდა მოექცნენ სამართლიანად, ღირსეულად და საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – თქვა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას პასუხისმგებლობაა დაიცვას პატიმრები ძალადობისგან და უზრუნველყოს მათთვის სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]